- ნოემბერი 04, 2023
„გვაპოვნინეთ ნათესავები“: კარელიაში აღმოჩენილია მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჩოხატაურელი მებრძოლის ნეშტი
- ივნისი 02, 2025
- , ფინანსები
„გურია ნიუსის“ რედაქციას მოაწოდეს, რუსეთში მოქმედი ფონდ „მემორიალის“ ჯგუფის ინფორმაცია. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ კარელიაში აღმოაჩინეს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული 48 ქართველი ჯარისკაცის , მებრძოლების სამარხები და ნეშტი. მათ შორის კი არის ჩოხატაურელი ჯარისკაცის სილოვან მაქსიმეს ძე ტრაპაიძის ნეშტი, რომელიც აქ 24 წლის ასაკში დაღუპულა. ის ყოფილა 204-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის ჯარისკაცი. ფონდი ითხოვს დახმარებას, რომ ჩოხატაურელი ჯარისკაცის ნათესავების პოვნაში დაეხმარონ. „სამძებრო ოპერაციის დროს აღმოაჩინეს 48 ქართველი ჯარისკაცის -სამარხები და ნეშტი. რომელთა შესახებაც შესაძლებელი გახდა გარკვეული მონაცემების მოძიება და მათი იდენტიფიცირება. ფონდი გთხოვთ, დაგვეხმაროთ 204-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის ჯარისკაცის, სილოვან მაქსიმეს-ძე ტრაპაიძის (დაბადებული 1916 წელს, ჩოხატაურის რაიონში) ნათესავების პოვნაში. სილოვან მაქსიმეს ძე ტრაპაიძე დაიღუპა 1940 წლის 15 თებერვალს, კარელიის სოფელ ლემეტის მიდამოებში,“ _ ნათქვამია წერილში. „გურია ნიუსის“ რედაქცია თხოვს ჩოხატაურის, ასევე გურიის ყველა მკვიდრს, მოვიძიოთ დაღუპული მებრძოლის ნათესავების შესახებ ინფორმაცია და გავაგებინოთ მათ სილოვან მაქსიმეს ძე ტრაპაიძის ნეშტის პოვნის შესახებ. [simple-author-box]