შაბათი, ივნისი 06, 2026

გურიაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან


გურიაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს  ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად სოფელ მერიაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა, ადგილზე გაეცნო სტიქიის შედეგებს და მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. დღეის მონაცემებით ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 600 ოჯახს გაეწია დახმარება. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება სოფელ კოკათის და წიაღობნის 40 ოჯახს, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 731 აბონენტს. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ და ,,სოკარ გაზ“-ის ჯგუფები, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ლანჩხუთის და ოზურგეთის სოფლებში იქ, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, მუშაობს მძიმე ტექნიკა ცოცხალ ძალასთან ერთად. ბოლო მონაცემებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 4 ლოკაციაზე წერტილოვნად არის ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია