შაბათი, ივნისი 06, 2026

ეს ნამდვილად სამწუხაროა _ ჯო ბაიდენის მრჩეველი, ,,ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე


ეს ნამდვილად სამწუხაროა _ ჯო ბაიდენის მრჩეველი, ,,ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე

ეს ნამდვილად სამწუხაროა“, _ ასე გამოეხმაურა Twitter-ზე ,,ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას, ჯო ბაიდენის ერთ-ერთი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მაიკლ კარპენტერი. ,,ეს ნამდვილად სამწუხაროა. ევროკავშირის შუამავლობით მიღებულმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო კანონის უზენაესობას, პოლიტიკური ინკლუზიურობისა და თანაბარი პირობების მხარდაჭერას. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია მას დაშორდა“, _ წერს კარპენტერი. ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე _ არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძის თქმით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ავტორი: მერაბ ცაავა



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია