- ნოემბერი 04, 2023
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრიანის პრეზიდენტს შეხვდა
- იანვარი 19, 2022
- , ფინანსები
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს კიევში შეხვდა. ბლინკენი უკრაინაში დღეს ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტი Twitter - ზე წერს, რომ ის მადლობას უხდის აშშ-ის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის. "მოლაპარაკებები ენტონი ბლინკენთან დასრულდა. ვაფასებ პერსონალურ ჩართულობას უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დეესკალაციაში. მადლობელი ვართ აშშ-ის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის. ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავების იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ არ იქნება გადაწყვეტილება უკრაინაზე უკრაინის გარეშე",- წერს ზელენსკი Twitter-ზე. ცნობისთვის, უკრაინიდან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გერმანიის დედაქალაქში გაემგზავრება, პარასკევს ჟენევაში მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. შეხვედრების განხილვის თემა უკრაინის საზღვართან არსებული ვითარება იქნება [sexy_author_bio]