შაბათი, ივნისი 06, 2026

“ადიდებულმა მდინარემ შემოვლითი გზა დააზიანა, აკრძალულია მოძრაობა”


“ადიდებულმა მდინარემ შემოვლითი გზა დააზიანა, აკრძალულია მოძრაობა”

ადიდებულმა მდინარემ კახეთში გზა დააზიანა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე ადიდებულმა მდინარემ დროებითი შემოვლითი გზა დააზიანა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია