- ნოემბერი 27, 2024
ხულოში მანქანა ხევში გადავარდა _ არის მსხვერპლი
- აგვისტო 09, 2025
- , სპორტი
ხულოში, მთა ზორტიყელისკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა ხევში გადავარდა. ადგილზე დაიღუპა ქალი, დაშავებული მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს. დაღუპული ქალი დაახლოებით 40 წლისაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.