შაბათი, ივნისი 06, 2026

რუსეთი და აშშ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს იწყებენ


რუსეთი და აშშ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს იწყებენ

რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას იწყებენ. ამის შესახებ REUTERS-ის ინფორმაციით, რუსმა დიპლომატმა განაცხადა. რუსეთს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს, იმ შემთხვევაში თუ ნატო უარს იტყვის მისი პოზიციის განხილვაზე, განაცხადა უსაფრთხოების საკითხებში მაღალჩინოსანმა კონსტანტინე გავრილოვმა. ინფორმაციისთვის, რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება უკრაინაში და არ განათავსებს იქ იარაღს და ჯარს, მიუხედავად კიევის მისწრაფებისა, შეუერთდეს ჯგუფს და ჩივილისა, რომ მის საზღვართან დაგროვილი რუსული ჯარები შეჭრის საფრთხის სიგნალია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია