- ნოემბერი 27, 2024
ასკილი ინფექციების წინააღმდეგ
- ივნისი 25, 2024
- , სპორტი
ასკილი მოქმედებს ადამიანის ფერმენტულ სისტემებზე, ახდენს ორგანიზმში ადრენალინის შემცველობის სტაბილიზებას, ასტიმულირებს ადამიანის წინააღმდეგუნარიანობას ინფექციებისა და სხვა მავნე ფაქტორების მიმართ. გარდა ამისა, დადგინდა C ვიტამინის ანტისკლეროზული მოქმედება, რაც ვლინდება მის მიერ სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებასა და სისხლძარღვთა კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქების განლაგების ინჰიბირებაში. ასკილი კი C ვიტამინის ნამდვილი საბადოა. ასკილის ნაყოფი ასევე შეიცავს P, B და E ვიტამინებს. მისი პრეპარატები ახდენს ქსოვილთა რეგენერაციის გაძლიერებას, დადებითად მოქმედებს სისხლძარღვთა გამტარობაზე. მათ აქვთ ანტიანთებითი, ნაღველმდენი და შარდმდენი თვისებები. ასკილის ნაყოფი გამოიყენება C ვიტამინის ნაკლებობის დროს, რაც გამოიხატება ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარიანობის დაქვეითებით. მისი დეფიციტი აღენიშნებათ ადამიანებს, რომლებმაც მძიმე და ხანგრძლივი ფსიქოემოციური ტრავმა, ქირურგიული ოპერაცია გადაიტანეს. ასევე, კარგია ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის. [simple-author-box]